ქა ქმ ქც
ქალ

ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა

ინგლ. Women and Children Trade

საერთაშორისო ხასიათის დანაშაულებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო თანამშრომლობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიდო მთელი რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც მიმართული იყო ამ დანაშაულებრივ ქმედებათა წინააღმდეგ. „ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირთა მიერ პროსტიტუციის ექსპლუატაციასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციაში, რომელიც ხელმოსაწერად 1949 წლის 2 დეკემბერს გაიხსნა, ხოლო ძალაში 1951 წლის 25 ივლისს შევიდა, ჩამოთვლილია ქმედებები, რომელთა ჩადენისათვის კონვენციის მონაწილე მხარეები ვალდებულებას კისრულობენ დასაჯონ დამნაშავე პირები.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9