შედგება ოთხი კომპონენტისგან:
1.ქცევისთვის ბიძგის მიმცემი მოვლენა;
2. გონებრივი აქტივობა ანუ როგორ აღიქვა ადამიანმა მოვლენა და როგორი ინტერპრეტაცია ანუ ახსნა მისცა მას;
3. სხეულის რეაქცია, მაგალითად აგრესიული პოზა, თავდაცვის, შიშის გამომხატველი პოზა და ა. შ. 4. შედეგი, ანუ ადამიანის მიერ მოვლენის ინტერპრეტაციის შედეგად განხორციელებული ქცევა. მაგალითად, თუ ადამიანმა ქცევის წინაპირობა აღიქვა და შეაფასა, როგორც აგრესია და მუქარა, მან შეიძლება იჩხუბოს, თუ ადამიანმა ქცევის წინაპირობა აღიქვა და შეაფასა, როგორც უნებლიე შეცდომა, მაშინ სავარაუდოდ, ის გაიღიმებს და უარყოფით რეაგირებას არ მოახდენს.