ღი
ღირ

ღირსება

ინგლ. Dignity

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (მუხლი 40) თანახმად, ბავშვთან მოპყრობა ხელს უნდა უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას. ეს პრინციპი ეხმაურება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანაბარი უფლებებითა და ღირსებით.

ღირსებისა და ადამიანის მნიშვნელობის ეს ფუნდამენტური უფლება, ხაზგასმითაა მოხსენიებული კონვენციის პრეამბულაში, მისი დაცვა აუცილებელია ბავშვთან დაკავშირებული პროცესის მიმდინარეობისას, დაწყებული სამართალდამცავ ორგანოებთან მისი პირველი კონტაქტით და დამთავრებული, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი ზომის გატარებით.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9