ინგლ. Attention Deficit and Hyperactivity Syndrome ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს: 1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, დაბნეულობა, გონებაგაფანტულობა); 2. იმპულსურობას (იმპულსური და ანტისოციალური ქცევის კონტროლის სირთულე); 3. ჰიპერაქტივობას (მოუსვენრობა, მოძრაობის სიჭარბე, რასაც თან ერთვის აგრესიულობა, დაბალი აკადემიური მოსწრების დონე, სკოლის გაცდენა და ა. შ.).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019