შე შვ შფ
შეზ შეუ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია

ინგლ. Convention on the rights of Persons with Disabilities

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია მიიღო 2006 წლის 13 დეკემბერს, რომელიც საქართველოში ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა სხვა ბავშვების თანასწორად ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9