აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
არა არტ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მოდელები

ინგლ. Juvenile Justice System Models
სახელმწიფოების მიერ შექმნილი მართლმსაჯულების სისტემები დაცვასა და რეპრესიას შორის ლავირებს. ზოგმა სახელმწიფომ შექმნა სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დაცვას და მისი სოციალური რეინტეგრაციის ხელშეწყობას, რომელსაც კეთილდღეობის მოდელი ეწოდება. სხვა სახელმწიფოებში კი, მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, სადაც წამყვანი ხაზია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის დასჯა და მას რეპრესიული მოდელი ეწოდება. ამ ორი კონცეფციის გამოყენებით შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მესამე მოდელი, რომელიც აერთიანებს ორივე ნიშნებს და ასევე, ეხება ამ ორი სისტემის მიერ დავიწყებულ მოთამაშეს - მსხვერპლს; ამ მოდელს აღდგენითი მართლმსაჯულება ეწოდება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9