შე შვ შფ
შფო

შფოთვა

ინგლ. Anxiety

შიშით, ნერვიულობით, დარდით, ნეგატიური მოლოდინით გამოწვეული აშლილობა და ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. ამგვარი ტიპის აშლილობა ზემოქმედებს ადამიანის განწყობაზე და მის ქცევაზე. მას ხშირად ახლავს ფიზიკური სიმპტომატიკა, როგორიცაა თავის ტკივილი, არტერიული სისხლის წნევის მატება, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა. მძიმე აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ქმედუნარიანობის დაქვეითება და ამოაგდოს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმიდან. აუცილებელია ჩვეულებრივი შფოთვითი მდგომარეობისა და შფოთვითი აშლილობის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ამ უკასკნელს სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9