ჩა
ჩან

ჩანასახი

ინგლ. Embargo
ლათინურად Nasciturus ჩანასახი არ ფლობს უფლებაუნარიანობას, მაგრამ შესაძებელია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, იგი იყოს სამართლებრივი უფლებებისა და უფლების მოთხოვნის მატარებელი. ასე მაგალითად, მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე, მაგრამ ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია ბავშვის დაბადებაზე (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი). ამ შემთხვევაში, სამკვიდროს გაყოფა შესაძლებელია მხოლოდ ჩასახული მემკვიდრის დაბადების შემდეგ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1465-ე მუხლი).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9