სისხლის სამართლის პროცესში აღმკვეთი ღონისძიებების ერთ-ერთი სახე, რომელიც თავისუფლების იძულებითი შეზღუდვით გამოიხატება (საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება), წინასწარი გამოძიებისა და წინასწარი სასამართლო განხილვის პერიოდში. ასევე, გამოიყენება სასამართლოს გადაწყვეტილების ან პროკურორის სანქციის საფუძველზე (სხვადასხვა ქვეყნებში).
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (მუხლი 9) მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრულია, რომ მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაპატიმრება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნას გამოყენებული.