ჯა
ჯან ჯარ

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობა

ინგლ. Enjoyment of the Highest Attainable Standard of Health and to Facilities for the Treatment

ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 24-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ შეელახოს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ამგვარ მომსახურებაზე. ამ მხრივ, კონვენცია განსაზღვრავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვანია წევრი სახელმწიფოების მხრიდან ამ უფლების რეალიზებისათვის.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9