ჯა
ჯან ჯარ

ჯარისკაცი ბავშვები

ინგლ. Child Soldiers

ბავშვი ჯარისკაცების მონაწილეობას ომში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, სამართალი არ კრძალავდა. 1949 წელს, ჟენევის კონვენციების I და II დამატებითი ოქმების მიღებასთან ერთად, 1977 წლიდან აიკრძალა 15 წლამდე ბავშვების მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტებში. კონვენცია ომიანობის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ასევე, იცავს ბავშვებს შეიარაღებულ კონფლიქტებში, თუმცა დამატებითი პროტოკოლი არეგულირებს სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს ბავშვების ჯარში გაწვევასთან მიმართებით. ამ დოკუმენტების საფუძველზე პირველად გახდა შესაძლებელი, რომ ბავშვების შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის საკითხის გადაწყვეტა მომხდარიყო სამართლებრივ ჩარჩოში. I დამატებითი ოქმის 77-ე მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ყველა შესაძლო ზომა გაატარონ, რათა 15 წლის ასაკამდე ბავშვები არ გაიწვიონ შეიარაღებულ ძალებში და არ ჩაერთონ ომში რაიმე ფორმით. II დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, რომელიც გამოიყენება არასაერთაშორისო კონფლიქტების მიმართ, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, 15 წელს მიუღწეველი ბავშვები შეიარაღებულ ძალებსა და დაჯგუფებებში მონაწილეობისგან დაიცვან. ბავშვის უფლებების კუთხით, აღნიშნულ მუხლებს ბევრი სუსტი მხარე აქვს: ისინი არ იცავენ 15 წელზე უფროს ბავშვებს, გამოყენებულია ტერმინი „ხელმისაწვდომი ღონისძიებები“ და „არა აუცილებელი ღონისძიებები“ და ბავშვების ე. წ. არაპირდაპირი მონაწილეობა კონფლიქტში არ იკრძალება.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 38-ე მუხლი ჰუმანიტარული სამართლისგან განსხვავებულ უფლებებს არ ითვალისწინებს.

1999 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანზიაციამ მიიღო ჩ182 კონვენცია „ბავშვის შრომის ყველაზე უარესი ფორმების შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვის შეიარაღებულ“ ძალებში გაწვევას დანაშაულად კვალიფიკაციასა და პრევენციას ეხება. ბავშვის შრომის ყველაზე უარესი ფორმების განმარტება შეიცავს მონობისა და მონობასთნ გათანაბრებულ ქმედებებს, ვალის საფუძველზე მუშაობასა და ყმობას, იძულებით ან სავალდებულო შრომას, მათ შორის, ბავშვების იძლებით ან სავალდებულო გაწვევას შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობისას, ექსპლოატაციის მიზნით. ეს კონვენცია 18 წლამდე ასაკის პირებს ბავშვად განიხილავს. კონვენცია შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვი ჯარისკაცების გამოყენების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოს დაფუძნებისა და რომის სტატუსის თანახმად (რომის სტატუტი, მე-8 მუხლი), ომის დანაშაულები ასევე, ნიშნავს... „თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევასა და შეგროვებას ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ან მათ გამოყენებას სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.“

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9