უდგას; აქვს.
- ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს ფრინეულთა შორისა („ნუმცა მსმენია სიკვდილი“).
- ამაგი უდგა - ამაგი აქვს.
- ლობიოს იმდენი ამაგი უდგა ჩვენზედ, რამდენიც ბატებს რომზედ („ჩვენი სოფელი“).
- კბილები უდგა - კბილები აქვს.
- „კბილები შენ აღარ გიდგა, თმა გაგცვივნია თავზედა“ („ორი გმირი“);
- ტანი უდგა - ტანი აქვს. „(ზეზვა) არა ყოფილა გაზრდილი, მომცრო სდგომიყო ტანისა („ბახტრიონი“, XVIII).
- ძირი უ დ გ ა - ჩამომავლობა აქვს. „მე კვირია ვარ, მიტირე, თუშეთით მოსულ მზირია, თუმცა კი თქვენის წყლისა ვარ, ფშაური მიდგა ძირია“ („ბახტრიონი“, IX).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.