გვერდს უვლის, ერიდება
- საზოგადოდ, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას („ფშავლები“, ძველს).
- თ ა ვ ს უ ქ ც ე ვ ს - ცოტას მოამხობს, გადაასხამს (მაგ., შენდობის თქმის შემდეგ ღვინოს პურზე დააწვეთებს).
- „ღმერთმა შაიწყალოს მახარესა’, - უქცევს თავს სასმელს („ხალარჯობა და რიგები“).
- გ ვ ე რ დ ს უ ქ ც ე ვ ს - მეორე გვერდზე აბრუნებს.
- „თქვენს მტერს, რომ იმის ყოფნაა, მე ვშველ, გვერდს უქცევ ხელითა“ („ბახტრიონი“, VIII).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.