ა- აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აქა აქე აქვ აქი აქო აქუ აქც

აქვ-ს:შველა აქვ(ს)

შველა აქვ(ს) - იტყვიან. დამუქრების დროს.
 
ჩემი დაყენებული ხარ, თუ ჭკვიანად არ იქნები, შველა მაქვს, მალე გადაგაყენო“ („ჩვენი სოფელი).
კაი ქარი აქვს შეძლება, გასავალი აქვს. ამ ფულს ჯიბეში კაი ქარი აქვს. დიაღ, ჩაიდო ფული ჯიბეში და გაჰქრა სადღაც („სოფლის სურათები“, 6)
კაი პირი აქვ ადვილად კლავს, ადვილად ინარჩუნებს ნადირს (თოფი).
„უთუოდ კაი გამამადგა, ივანე, ეს თოფი, კაი პირი აქე, ძალიან შხამიანი (მოკვეთ. მოქმ. I, გამოსვ. II).
ცოტა ნაფქვავი აქვ მოთმინება აკლია, ადვილად ბრაზდება. „ბევრს ნუღარ მაყბედებ, მოიტა ჩქარა ი ოხერი ყალიონი, თორო ხო იცი, მე ცოტა ნაფქვავი მაქვ. კიდეც გავჯავრდები („გასამართლ. ჩიბუხი", I).
მეტი იოლი არა აქვს მეტი საშუალება, სახსარი არა აქვს, რით გაიხსნილოს ოჯახმა, მეტი არა აქვს იოლი, ხსნილ და მარხვაში - ლობიო და ზედ სასმელად იორი („მამას ელიან ბალღები“, II).
გულში ღარღლი (ღარღლად) აქვს - გულნაკლულად არის, „გული როგორლაც მეთანაღრება, ღარღლი მაქვს გულში“ („მოკვეთ., მოქმ. IV, გამოსვ. 11).
ამას თუ დიდად არა, ცოტად მაინც ღარღლადა აქვს გულში, რომ ჩვენი მხრის პრისტავი თ. ჯ-ი ხანდახან შემოგვიტეეს ხოლმე („რამე-რუმე მთისა“).
იხ. აგრეთვე: ღარღილ-ი
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9