ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფშ ფხ
ფხა ფხრ

ფხა

  1. მჭრელი იარაღის პირი.
     
    ვეღარ გაუძლო ვარამსა, დანას დაეჭრა ფხაზედა“ („გივი“)
    (ფიგურ) შუა იჭრება ქიჩირი თმის თვალების ფხაზედა („სისხლის ძიება“, VI).
  2. ეკალივით წანაზარდი თავთავზე.
     
    (ხევისბერს) სიტყვები ასლის ფხასავით ყელში ეჩხირებოდა, მღელვარებისაგან ენა ებმოდა („დროშა“, V),
    თავთავებს... ფხაზე ნამი პატარძლის ცრემლივით დაჰკიდებია („გასამრთლ. ჩიბუხი“ I)
  3. შნო, უნარი, მარიფათი.
     
    „ჩვენ ერთობლივ ხვალ ფხა უნდა გამოვიჩინოთ“ („მოკვეთ“, მოქმ. III, გამოსვ. I).
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9