ყა ყდ ყე ყვ ყი ყლ ყმ ყო ყრ ყუ
ყმა

ყმა

  1. ვაჟკაცი, ჭაბუკი
     
    „ძმის ხორცი როგორა ვსჭამო“ – ყმა ვინმე გამოჰკიოდა („დევების ქორწილი“).
    იხ. აგრეთვე: საკარ(გ)ყმო
  2. ხატის მლოცველი, მსახური.
     
    „ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა, ხევსური თქვენის წყლისაო“ („ალუდა...“, V).
    კაი (კარგი) ყმა კარგი ვაჟკაცი, სახელოვანი, სოფლისა და თემის საამაყო ვაჟკაცი, რაინდი.
    „ვინა, ვინარი კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?“ („კაი ყმა“);
    ვერ მააწონებთ კარგს ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია („ქეიფი“).
    კაი ყმობა-შენს კაი ყმობას დასცინის, საჯაროდ მთქმელი ძვირისა („პასუხი ბაჩანას“).
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9