გულის წადილს მოსწევს - სურვილს შეუსრულებს, ნანატრს აუხდენს
- „მოგწიოს ლაშარის ჯვარმა მუდამაც გულის წადილსა!“ („გოგოთურ და აფშინა“, III).
- ყურს მოსწევს ყურს მოჰკრავს.
- (ერეკლემ) დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა იმავე წუთში ყური მოსწია („ერეკლეს სიზმარი“);
- რა ცხოველს მეტყვით და რა ფრინველს, რომ ის არ გააჯავრებდა: კატას, ძაღლს, მელას, შველს..., ყველას, რა ხმისათვისაც კი ყური მოეწია („საწყალი ჩხიკვი“, I).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.