შეურიგდება, დაუზავდება, შეუთანხმდება, ამხანაგი გაუხდება.
- ღმერთო, ნუ დამცემ იქამდე, ბოროტს შავეკრა ზავითა („ჩემი ახალი მეკვლე“);
- დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა... რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა („დამსეტყვე, ცაო!?).
- ხ ე ლ ი შ ა ე კ ვ რ ი ს - ნადირობისას ხელი მოეცარება, ვერაფერს მოკლავს.
- „მონავსულები ვართ, ხელი შაგვეკრა, ბიძავ“, - სთქვა ერთმა ახალგაზრდამ („შობის წინა-ღამე ტყეში“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.