შხუის, შიშინებს
- (დევებს) სამპირად ცეცხლი დაენთოთ, ზედ სამი ქვაბი შხიოდა („დევების ქორწილი“);
- დღეს ვნახე მილი წყაროსი, ნახშირის სუნი სდიოდა, ნახშირის ორმოდ ქცეულა და ცეცხლში შეშა შხიოდა („ერთი და მეორე“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.