გასუქდება, მოღონიერდება, ფეხზე დადგება.
- „რაკი ერთხელ, საქონლისა არ იყვეს, ოჯახი ხორცში ჩავარდება, ადვილად აღარ გამჭლევდება“ („მუცელა“, I).
- გ ო ნ შ ი ჩ ა ვ ა რ დ ე ბ ა - ჭკუაზე მოვა, დაფიქრდება.
- „თავისივ ფიქრი იწამლე, კაცო, ჩავარდი გონშია“ („ძაღლიკა ხიმიკაური“, IV)
- ე რ თ ი ს ი ტ ვ ყ ვ ა ც ა რ ჩ ა ვ ა რ დ ე ბ ა - ერთი სიტყვაც არ უარიყოფა, არ დაიწუნება, არ გამოაკლდება.
- „რაც ძველებს უთქვამთ, ერთი სიტყვაც არ ჩავარდება, სულ მართალიაო, ამბობს იგი“ („პაპას მსოფლიო ფიქრები“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.