ბა ბგ ბე ბთ ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბღ
ბებ ბედ ბევ ბეზ ბენ ბერ ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ ბეჯ

ბეჭ-ი

  1. „მთის ხალხს სწამს, რომ წმინდა ცხოველის, შინაურის, თუნდ გარეულის ბეჭში, ვისაც იგი ეკუთვნის, ან მოუკლავს, სწერია იმ კაცის ავი და კარგი თავგადასავალი“ (ვაჟა); ამ მიზნით გამოსრულ, გასუფთავებულ ბეჭზე მკითხაობენ ხოლმე.
     
    (ნადირთა მწყემსმა) მიძახა: „რა ჰქენ, თორღვაო, რაად მამიკალ ზვერია?! კარგი, — ჰნახოდი, ბეჭშია შენი ცოლ-შვილი სწერია“ („მონადირე“, II).
    იხ. აგრეთვე: ბეჭ-სახეხავ-ნ-ი
  2. ბეჭის ფორმის იარაღი ქსლისა, რომლის ჩარტყმითაც ზედას ამაგრებენ ქსელში.
     
    სანდო საკუთარ საქმეს შეუდგა, „ქსელი დაქსო“ საბძელში და პირველ გარიჟრაჟიდამვე მოისმოდა ბეჭის ხმა („ფშაველი და..“, V).
    იხ. აგრეთვე: ჩასაბეჭავად
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9