აშლილი, აუწყობელი, დანგრეული, დარღვეული.
- თოფი მაქვ ჩაშლილ-მოშლილი, ჭახრაკს უკეთებ ხისასა („ფშაველი და,..“, XI);
- მანდ, დღეს რომ ყორეებს ვხედავთ, – ციხე კოშკების ნანგრევთა, დარბაზთა, ეკლესიათა ჩაშლილ-მოშლილთა რამდენთა, ძველს დროს ქალაქი ყოფილა (,,ნანგრევთა შორის“, III).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.