მოხვედრებული აქვს, დაჭრილია.
- „არც ახლა გჭირსა, რჯულ-ძაღლომ“ - შამაუჭყივლებს ქისტასა. „გულში მჭირს, გულში, რჯულ-ძაღლო, ვაჰ ცდასა მუცალისასა“ („ალუდა...“, I).
- ხ ა ს ი ა თ ა დ ს ჭ ი რ ს - (ასეთი) ხასიათი აქვს. გადმომეწევა, მაკოცებს: „არაფერი გვაქვს სადაო; ხასიათად მჭირს, ნანავ-ჯან, იქნება ჰყვარობ სხვასაო“ („საბრალო ნანა ტიროდა“)
- ჯავრი სჭირს - (ვისიმე) მტრობა უდევს გულში, ემტერება. „რა ჯავრ სჭირებივ ისითაი, რო გაუმეტებავ?!“ („ხმა მთიდამ“ სურათი).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.