ახალგაზრდა, რომელსაც წვერ-ულვაში პირველად ამოსდის.
- ყმაწვილად ვიყავ ჯერ ისევ, ახლად წვერდაწამებული („ცოლი ანუ...“, II).
- ახლად ულვაშამწვანებულ- იგივეა, რაც ახლად წვერდაწამებული. „მონავსულები ვართ, ხელი შაგვეკრა, ბიძავ,“ – სთქვა ერთმა ახალგაზრდამ, ახლად ულვაშამწვანებულმა („შობის წინა-ღამე ტყეში“).
- ახლად წვერულვეაშაბზინებული იგივეა, რაც ახლად წვერდაწამებული. „კიდევ მადლობა ღმერთს, რომ (ჯიხვი) კლდეზე არ გადავარდა“... ამბობდა ახლად წვერულვაშაბზინებული ახალგაზრდა (ვარ) („შეყვარებული“), ახლად წვერშემომდინარი იგივეა, რაც ახლად წვერდაწამებული.
- ყმაწვილად ვიყავ მაშინა, ახლად წვერშემომდინარი („მოხუცის ნათქვამი“, II).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.