ხა ხდ ხე ხვ ხი ხმ ხო ხრ ხს ხუ ხშ
ხაბ ხად ხავ ხალ ხამ ხან ხარ ხატ ხაწ ხაჭ ხახ

ხატ-ი

 
დიდყურა-ანი ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში, შენი ქორწილი ცხვარიაო, – მეტყვიან („პატარა მწყემსის ფიქრები“).
ხატის მკითხავი - ვინც ხატის სახელით მკითხაობს, ვინც ვითომ ხატის ნება-სურვილს აცნობებს მლოცველს.
(ფშაველს) სწამს ორნაირი მკითხავის. ერთი სულისა და მეორე ხატისა („ფშავლები“.– ძველს);
რომელ მკითხავს უნდა მიჰმართოს მაშ ხოშიამ? რა თქმა უნდა, „სხეულის მკითხავს“, რადგან ხატის მკითხავი სულისას ვერაფერს იგებს („ფშაველი და...“, II).
ხატის ქალი - ხატის მსახური ქალი, მონაზონი, თამარ მეფე ერთადერთი ხატია ფშავ-ხევსურეთში, რომელსაც ჰყავს მოლოზნები, „ხატის ქალებად“ წოდებულნი („თამარის ცხვარი ფშავში“).
იხ. აგრეთვე: ჯვარ-ი
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9