ხმლის ეპითეტია ხევსურეთში (პირველად წვრილი ხმლის ეპითეტად უხმარიათ).
- აფშინას ბაწარაულის შუქი შორს გაიფინება („გოგოთურ და აფშინა", III);
- (ხიმიკაური) ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა, ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა („ერეკლეს სიზმარი“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.