ბა ბგ ბე ბთ ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბღ
ბებ ბედ ბევ ბეზ ბენ ბერ ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ ბეჯ

ბედისკვერ-ი, ბედისკვერა

  1. ოჯახის ყველა წევრისათვის ახალწელს გამოცხობილი ხმიადი.
     
    ახალწლის ღამეს დედაკაცი აცხობს „ბედისკვერებს“ ყველა სახლში მყოფის კაც-დედაკაცისათვის („ფშავლები“, — ძველს...);
    ვინ გამომიცხობს ბედისკვერს, მიბრძანეს: „ცხვარსა სცვიდია!“ („პატარა მწყემსის სიმღერა“);
    ხმიადის ბედისკვერებსა ის გამოუცხობს ყველასა („ახალი წელი ფშავში“).
  2. დანიშნული სარძლოსათვის ქმრის ოჯახისაგან ახალწელს მისართმევი ხმიადი.
     
    მუდამ ახალ წელიწადს სანეფოს მამა ან ძმა მოვალეა „მოიკითხოს“ სასძლო, ე. ი. მიართვას ძღვენი — ერთი ტიკჭორა არაყი და ერთი „ბედისკვერა“. ბედისკვერა სულ თითონ საპატარძლომ უნდა შეჭამოს, რადგან ბედისკვერა მი! ბედს შეიცავს თავის ვინაობაში... („ხევს. ქორწილი").
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9