საბრალოდ, საცოდავად, სუსტად.
- ბრალადა ბჟუტავს სანთელი. ცრემლი წინ უდგა გებედა („ბახტრიონი“, II);
- იქავე, სოფლის პირადა ბრალად ღრიტინებს გუთანი („პირველი გაზაფხულის სურათები ბარად“);
- (ქარი) რა ვერ ადგება აწევით, ამოიკვნესებს ბრალადა („ხარისთვის უდივრი“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.