,,თამაშობაა ერთგვარი: ბოლოებგადაბმულ ძაფს შულოსავით დაიჭერენ, თითოჯერ ხელზე შემოიხვევენ და შემდეგ, თითების გამოდებით, სხვადასხვა სახე გამოჰყავთ (როგორიცაა: „აკვანი“, „ხიდი“, „წყალი“, „ხერხი“...). თამაშობს ორი ბავშვი“ (გლ.) აქ: დახლართული, გაბმულ-გამობმული.
- „პიბოდი რა თოფია, ეშმაკის ხიბლიხვანჯარას ჰგავ“ („აფხუშოობა“);
- ბოლოს არ გაუწყრა ღმერთი და ერთმა ოჩოპინტრე ჩაფარმა არ გამოხსნა კვანძი ამ ეშმაკის ხიბლიხვანჯარისა! („სოფლის სურათები“, 9)
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.