ფიცის დროს იტყვიან „ცეცხლის სინათლის მადმა ცეცხლის სინათლეს ვფიცავ. ფშაველი ფიცულობს: ემ ცეცხლის სინათლის მადმა („ფშავლები“, – ძველს).
- ღმერთის (ღვთის) მადმა ღმერთს გეფიცები. „ღმერთის მადმა, დედავ, მალედავ მოიდოდი...“ („საშობაო მოთხრ.“, სტუმრები); „კაი ყმა კი არი, ღვთის მადმა, გაჭირვების დროს! („მოკვეთ.“, მოქმ. I, გამოსვ. I). ძმობის მადმა - ძმობას გეფიცები. „ეს არაყი ძალიან გასჭრის, ყელში ფინთად იკბინება, ძმობის მადმა“ („სცენები“, ფშავლ. ცხოვრ., III).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.