მა მბ მგ მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მჟ მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ
მო- მოა მობ მოგ მოდ მოე მოვ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მოპ მოჟ მორ მოს მოუ მოფ მოქ მოღ მოყ მოშ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ მოჯ

მოყურიადე

მოთვალთვალე, მიმტანი, ენის მაბეზღარი, დამსმენი;
 
მივიდა მოყურიადე ლაქარდიანის ენითა, სახელს ულოცავს ჯოყოლას ლაღობს, არ არის წყენითა („სტ.- მასპ.,“ IV);
ვაჟკაცნი მოყურიადეს როდი ამჩნევდენ ახლოსა („მანდილი“, I).
მოყურიადობა თუ ერთი რომელიმე წევრის ენატანიობით, ანუ... „ენაკაჭალობით“, „მოყურიადობით“ ერთი მეორეს გადაემტერებოდა და სისხლი დაიქცეოდა, მაშინ ამ ლაქლაქას უნდა გადაეხადა დაზარალებულის ნათესავების სასარგებლოდ ხუთი ძროხა „საენაო“ („ფშავლების ძვ. სამართალი“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9