სახელი, პატივი.
- სახელი ჩემი და აბრუ აღამაღლეთ ქვეყნის თვალში ქებითა და დიდებითა („დათვი“, II);
- აბრუს არ იტეხს
- არ იმჩნევს, არ ტყდება.
- გოგრას არაყი ემწარა, მაგრამ აბრუს არ იტეხს („გოგრა“, V);
- აბრუ აქვს გატეხილი
- სახელი აქვს გატეხილი, ნდობა აქვს დაკარგული.
- „ჰაი გიდი, – მართალნო, სთქვა მელმა ღიმილით, – მე აბრუ მაქვს გატეხილი, ჩემი ცოდვა ცოდვადა სჩანს და თქვენი ცოდვა კი მადლად“ („ტრედები“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.