გა გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გა- გაა გაბ გაგ გად გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაო გაპ გაჟ გარ გას გატ გაუ გაფ გაქ გაღ გაყ გაჩ გაც გაძ გაწ გაჭ გახ გაჯ

გახდებ-ა

  1. გაღმა მხარეს გავა.
     
    გახდა გიგლია ხომურას, საწყინარ ეტყვის მხარია („გიგლია“, II).
  2. მოხდება, იქნებ. ჩხუბად გახდება-ჩხუბი მოხდება, ჩხუბი დაიწყება.
     
    ხმა გატყდა: ჩხუბად გახდაო, მაიძრა მთა და გორია („ორი გმირი“, II) ღონეს გახდება იშოვის საშუალებას გამონახავს. „დახე, შავრცხვი იმ კაცთანა, ვერას ღონეს გავხდი, ვერ ვუშოვნე” („დარეჯანი“, II). ვერსად ვერ გავხდით ღონესა (ვარ.) („აქა ამბავი...“). ქვეყნის გულისად გახდება (გახდის) ხალხის ყბაში ჩავარდება, (ჩააგდებს), ხალხს დაცინვის საბაბს მისცემს, მტერს გაახარებს. „ეჰ, დედას მტრისასა, შენც გაჰხდი ქვეყნის გულისადა და მეც გამხადე“ („ფშავლები“, –– შენამც) საეშმაკოდ გახდება - უსარგებლოდ დაიკარგება, უქმად ჩაივლის იგულვენ ძნას და თივასა, ფაციფუცობენ თემები. არ გახდეს საეშმაკოდა, საზოვედ, ნაჯაფევები („მთაში“ II).
    წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9