ფშავლების მთავარი სალოცავი, მდებარეობს უკანა ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს, თამარმეფის სალოცავის მოპირდაპირედ. ლაშარის-ჯვარი წმინდა გიორგის სალოცავია, ხოლო სახელი გიორგი ლაშას უკავშირდება („ლაშაობა“-სიტყვაში „რ“ ჩართვია ,,თამარობა“-ს ანალოგიით).
- არც ერთს სხვა ფშაურს „ხატს“ ანუ სალოცავს იმდენი მლოცავი არა ჰყავს, რამდენიც ლაშმარის-ჯვარს („ლაშარის-ჯვა–რის დღეობა...“);
- „უამს ჩეენს ლაშარის-ჯვარსა მის კარს რო შავიყარენით“ („ბახტრიონი“, V).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.