დააწყნარებს, დაამშვიდებს, ანუგეშებს, დაუყვავებს, გაართობს.
- „ეხლავე დაგათირებ, ჩემის ძმის მზემა“ („მოკვეთ.,“ მოქმ. II, გამოსვ. V);
- (დედამ) რად ჩაიმწარა ძილის წამები, რად დამათირა იავნანითა („ბედის მომლოდნე...“);
- ჩვილი შვილების დამკარგა ველმა დედებმა „ჩაატირეს“ თავიანთი შვილები და ემუდარებოდენ გარდაცვალებულს კარახელს, რომ მას „შავეთში“ ანუ „სულეთში“ (საიქიო) ყური ეგდო იმათთვის, მამობრივი მზრუნველობა გაეწია, დაეთირებინა და სხვა და სხვა („ფშაველი და...“, II).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.