იღბალი, ბედი, სვე. (ვაჟასთან „დავლათი“ ყოველთვის ამ მნიშვნელობით იხმარება, „დოვლათ“-ს კი ჩვეულებრივი მნიშვნელობა აქვს).
- დავლათი საშინლად სწამს ფშაველს („ფშავლები“ ძველს... I);
- „(ჯოყოლა) მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა, სწორედ დავლათით დაგვრია“ („სტ.-მასპ.“, XII).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.