ენატანია, ჭორიკანა,
- მოკვეთა ხატის წესის დარღვევისათვის, „ენაკაჭალა“ მაყვედრობისათვის მოხდებოდა (ვარ.) („ფშ. ძვ. სამართ“);
- ე ნ ა კ ა ჭ ა ლ ა ო ბ ა - თუ ერთი რომელიმე წევრის ენატანიობით, ანუ, როგორც ფშაველი ამბობს, „ენაკაჭალაობით“, „მოყურიადობით“ ერთი მეორეს გადაემტერებოდა და სისხლი დაიქცეოდა, მაშინ ამ ლაქლაქას უნდა გადაეხადა დაზარალებულის ნათესავების სასარგებლოდ ხუთი ძროხა „საენაო“ („ფშავლების ძველი სამართალი“)..
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.