ცუდი რამ ენიშნება, ცუდს წინასწარ იგრძნობს.
- „ცუდი მხარი ეტყვის, მაგრამ საით რას უშველს, იმას ვინ შაატყობინებს?“ („მოკვეთ.“ მოქმ. I., გამოსვ. III).
- ე რ თ ი გ უ ლ ი ე ტ ყ ვ ი ს - ერთი გაფიქრება, გაიფიქრებს.
- ქალებმ დაუკრეს „ბუზიკა“, თამაშობს ჩემი დობილი, ერთ გული მეტყვის - შენაცა გადახტი დედიშობილი („ძვ. და ახალი ფშავლ. პოეზია“)
- ს ა წ ყ ი ნ ა რ ი მ ხ ა რი ე ტ ყ ვ ი ს იგივეა, რაც ცუდი მხარი ეტყვის.
- გახდა გიგლია ხომურას, საწყინარ ეტყვის მხარია („გიგლია“, II).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.