კარგი ვაჟკაცის ეპითეტია. თხის ტყავის ქურქს მხოლოდ კაცები იცვამდნენ, მდაბიური სამოსია და ამიტომ ეპითეტად გამოყენებული.
- გულ უწუხს თხისტყავიანსა, ერთს ადგილს ვეღარ დგებოდა („გიგლია“, IV);
- „თხისტყავიანი“ გმირის ეპითეტია, როგორც „ლურჯა“ იმის ცხენისა („გმირის იდეალი“...).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.