ბოლომოკაუპებული ჯოხი.
- ქისტის მარჯვენას ბალღები დაბლა ათრევენ კავითა („ალუდა...“, V).
.თოკმობმული ასეთი ჯოხი (იხმარება ტვირთის შესაკრავად).
- უნდა თითო თივა, კავით და საბლით მაგრა შაკონილი, გამოებათ ერთის ხარისათვის და ისე მოეთრეინათ სახლში („ფშაველი და...“, III).
სახურავზე დაწყობილი ლატნები კრამიტის (ყავრის.) დასამაგრებლად
სინონიმი: საბძელზე ყარტი დამპალა და დაბლა გაფენილა; ჩამოშლილიდამ ალაგ-ალაგ მურყნის კავები გამოიყურება, აკლდამიდან გამოჩენილს ძვლებს მოგაგონებსთ („შთაბეჭდილებანი “).
(იხმარება მრავლობითში) ქალის საფეთქელზე გამოზრდილი თმის კულულები.
- კავებს გავიყრეინებ იტყვიან დამუქრებისას - მე რომ დედაკაცი ვარ, კავებს გავიყრეინებ, კავებს, თუ მაგ ლილიპუტს ჩემი გაბროს შეურაცხყოფა შევარჩინო!. („მამაცი“ II);
- „მოიცა, ამ კავებს გავიყრეინებ, თუ ვერ ვაწენიო!.. “ („ტყის კომედია “).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.