მრგვალი პური.
- დიდი ხანია, წმინდის პური აღარ მეჭამა, დედამ კი გამომიცხო კვერი, წმინდის ფქვილი მოლოდინაანთგან ისესხა („პატარა მწყემსის ფიქრები“);
- საწესჩვეულებო დანიშნულების ასეთი პური –ბედისკვერი.
- ასეთ კვერს მეკვლეს მისცემდნენ ახალწლის დილას სახლში შესვლისას, მეკვლე სამჯერ შეაგორებდა მას სახლში.
- მთიელთა რწმენით ოჯახის მომავალი ბედიღბლისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, წაღმა დაეცემოდა კვერი თუ უკუღმა.
- აგერ გამოჩნდა მოხუცი მოლოდინაანთ ბერია.., წინ მიეგება თეთრუა და მიაწოდა კვერია („ახალი წელი ფშავში “).
- მუხლის კვერი - „მუხლის თავი“ (ა. შან). დაეცა მუხლის კვერებზე, იბრძვის, ადგომას ცდილობდა („ხის ბეჭი“, VI);
- წამოიწია კვნესითა, მუხლის კვერებზე მდგარია („მონადირე“, III),
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.