ლეჩაქს (ქუდს) მოხდის შეარცხვენს, სირხვილს აჭმევს, სასაუგო საქმეს დამართებს.
- „შე კაპასო, მე უნამუსოვ, მომხადე ლეჩაქი?“ („ხოლერამ მიშველა", IV);
- „ცოცხალი დამმარხე, ქუდი მომხადე, აღარც შენ უნდა იცოცხლოვო? („მოკვეთ.“, მოქმ. II, გამოსე. I).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.