თამამი. მხიარული, თავისუფლად მიშვებული, შეუზღუდავი.
- სულეთს შავიდეს ხმლიანი ლაღი ლაღისა ცხენითა („კაი ყმა“);
- თვალს ისე ეჩვენებიან, თითქო გამხდარან ავადა, მთები მაღლები, კლდეები, ლაღი არაგვი თავადა („გველისმჭამელი“ VIII). // იხმარება ლაშარის ჯვრის ეპითეტად. დაიპატიჟეთ შემწედა ლაღი ლაშარის-ჯვარია („აქა ამბავი...“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.