(ჩვეულებრივ იხმარება მრ. რიცხვში) პირი, ტუჩები
- ჰხვეჭ, ყლაპავ, რასაც მოხვდები, –რასაც მოავლე ლაშები („ქებათა-ქება“,– ქრთამი);
- „შუბს შიგ ცოფიანს ლაშჩი ჩაქცემდი!“ („დარეჯანი“, II);
- ჯვარი აიღო კოპალამ, უთხრა: „ემთხვიე ამასა!“
- ბეღელამ ლაშნი მიჰმართნა, ვერ სწვდება, იჩენს ძალასა („კოპალა“, IV).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.