მგელთ კვერები საწესჩვეულებო კვერები, რომლებსაც თევდორობა-ღამეს აცხობდნენ ველზე დარჩენილი პირუტყვის ვითომც დასაცავად.
- ამ ღამეს დედაკაცი გამოაცხობს კვერებს მგლის სახისას, რომლებსაც „მგელთ კვერებს“ ეძახიან. მეორე დღეს ბალღები მგელთ კვერებს ისრებით „ჰკოდენ“ („ფშავლები“ – ძველს).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.