მე ვარ და... იტყვიან დამუქრებისას
- მე მინდა და... ჩემი ნებაა და... „გინდა გითხრა? არ გეტყვი, მე ვარ და არ გეტყვი!“ („ნაპრალნი“); „გუშინ ნებას ვაძლევდი ნადირობისას, დღეს მე ვარ და აღარ ვაძლევ“ („არწივი“, დაფიქრებული), მე ვიცი - მე თუ შენა მე რომ შენს ადგილზე ვიყო. „მე ხო ავიღებდი ერთს ჯოხსა და ცემით სუ წელებს დავწყვეტდი“ („ფშაველი და“.., X). ბეჭდვის შეცდომაა, უნდა - მე ხო.
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.