იხმარება, ჩვეულებრივ, მეხთან ერთად, იმავე მნიშვნელობით.
- რაცა სწადიან, ისა ქნას, მესროლოს მეხი-მედგარი („სიცოცხლემ შხამი მასმია“);
- ომშიით გამოქცეულსა მეხი დაეცეს მედგარი! („ბახტრიონი“, XVI);
- „რატომ მალევე არ მოვკვდი, თავს არ დამეცა მედგარი?“ („ივ.კოტორ. ამბავი“, VII).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.