ღალას მოპჰპარავს
- „ღალის მოპარვა იმაში მდგომარეობს, რომ თითივით ტიტველმა უნდა სამჯერ შემოუაროს ძირში იმ ხეს, რომელზედაც გუგული ზის“ (ვაჟა);
- ცრუ რწმენით ამის შემდეგ ოჯახში ბევრი იქნება რძის პროდუქტები.
- „უნდა... ხეს სამჯერ შემოუარო გარსა და სამჯერ წარმოსთქვა ეს სიტყვები: „გუგულო, ღალა მოგპარე: დოხშირი, კარაქმრავალი“... („გუგული“, I).
- ჭირი მოგპარე! შენი ჭირიმე! შენ გენაცვალე!
- „მაინც რა ჰნახე, ჩემო ერეკლევ, თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!“ („ერეკლეს სიზმარი“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.