ძველად სამტრო ბილიკზე, ბილიკის ორივე მხრიდან ერთმანეთზე გადაკვანძავდნენ მაღალ ბალახს, ისე კი, რომ მგზავრის გავლისას გახსნილიყო. გუშაგები ამ ნაკვანძი ბალახის შემოწმებით იგებდნენ მტრის მოსვლას და სათანადო ზომებს იღებდნენ.
- აღარსად გუშაგები ჩანან მთის პირთ დარაჯად მდგომარედ, აღარც ნაკვანძი ბალახი მტრისა ნავალის მხსომარედ („მთათ ძილი“).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.