„უწმინდური ადგილი! - ისეთი ადგილი, სადაც დედათწესიან ქალებს უხდებათ ყოფნა ან სიარული. ამ ადგილებში ხატის მსახურებმა არ უნდა გაიარონ.
მანდილოსნების სამრევლოები ხომ ერთიან პირქვე დაგვიცა; დიდი და პატარა სრულ დედაკაცების „ნალაჴში ამოგვათრია“ („რამე-რუმე მთისა“);
„ახლოაჩი მივდგეთ, გიგოო, ნალახში ნატარ ხო არა ხარ, ხატის კარს რაად ერიდები? („სცენები“ – სცენა ხევსურეთში).
დიაცთ ნალახი - დედათწესიანი ქალების ნასიარულევი.
დიაცთ ნალახის მხვეტავი უვარგისი, ვინც ქალების წრეში ტრიალებს და ვაჟკაცური საქმისა არაფერი გაეგება, „შენ გიცარცვია, ვინაცა საბრალო არი, ბეჩავი, თვის დღეში ომუნახველი, დიაცთ ნალახის მხვეტავი“ („გოგოთურ და აფშინა“, III).
წყარო: ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.